Sensas Method Power Flash არის მაღალი კონცენტრაციის გელოვანი ატრაქტორი/ბუსტერი, რომელიც სპეციალურად Method Feeder თევზაობისთვისაა შექმნილი. სქელი გელის სტრუქტურა კარგად ეკვრის Method Feeder-ს, პელეტს ან უშუალოდ სატყუარას და წყალში მოხვედრისთანავე არ ირეცხება. ფსკერზე ჩასვლის შემდეგ იწყებს ატრაქტორების, ძლიერი არომატული კვალისა და FLUO ფერადი ღრუბლის გავრცელებას.მისი გამოყენება შესაძლებელია Method Feeder-ზე, პელეტზე, Wafter-ზე, ბოილზე, სიმინდზე და სხვა hookbait-ზე. Power Flash შეიძლება შეუხამოთ იმავე არომატის Wafter-ს, ან შეგნებულად გამოიყენოთ განსხვავებული ფერი/არომატი კონტრასტის შესაქმნელად. განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც თევზი ფრთხილია ან დამატებითი ვიზუალური და არომატული სტიმული სჭირდება.
ბრენდი: Sensas
სერია: Method Power Flash
ტიპი: Gel Booster / Attractant
მოცულობა: 115 მლ
სქელი, კარგად მიწებებადი გელის კონსისტენცია
ქმნის ძლიერ არომატულ კვალს
წყალში წარმოქმნის FLUO ფერად ღრუბელს
არ ირეცხება მყისიერად წყლის ზედაპირთან შეხებისას
გამოიყენება Method Feeder-ზე და უშუალოდ სატყუარაზე
განკუთვნილია პირველ რიგში კობრისა და სხვა მშვიდობიანი თევზისთვის
ფიდერი, დასაკვები/Bait storage
SENSAS METHOD POWER FLASH 115ml
35.00₾
გელი შეგიძლიათ პირდაპირ დაატანოთ უკვე მომზადებულ Method Feeder-ს ან რამდენიმე წვეთი მოათავსოთ Wafter/Boilie/Pellet-ის სიახლოვეს. სქელი კონსისტენციის გამო იგი კარგად რჩება ადგილზე ტყორცნის დროს, ხოლო ფსკერზე რამდენიმე წამში იწყებს ინტენსიურ მუშაობას და ქმნის ერთდროულად სურნელოვან და ვიზუალურ საკვებ კვალს
| Sensas - Method Power Flash / 115ml | CORN, KRILL, MANGO, SCOPEX, MACKEREL, GARLIC |
|---|













